Exclusive: „ცნობილი უცნობი ვარ...“ – ვისზე იყო ნაწყენი „რეკორდის“ გმირი ჯოტია ცაავა ფილმის გამოსვლის შემდეგ

კობა ღვინიაშვილი

ცნობილი რეჟისორის გურამ­ პატარაიას სატელევიზიო მხატვრული ფილმი „რეკორდი, 1973 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

ფილმის რეჟისორს, მისი გადაღების იდეა ჩეხი მწერლის, კარელ ჩაპეკის მოთხრობის წაკითხვის შემდეგ დაბადებია, თუმცა სცენარში,­ ჩაპეკის ნაწარმოებიდან მხოლოდ „ქვა“ მოხვდა, სიუჟეტი კი სამეგრელოში ჯოტია ცაავასა და მშვენიერი შოუს სიყვარულის ფონზე განვითარდა.

„პრაიმტაიმი“ ჯოტია ცაავას როლის შემსრულებელ კობა ღვინიაშვილს დაუკავშირდა და ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

– ძალიან საინტერესო როლი გქონდათ, დღემდე ახსოვხართ საზოგადოებას…

ცნობილი უცნობი ვარ, ეკრანიდან შეიძლება მიცნობენ, მაგრამ პირადად არავის ვახსოვარ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია.

როგორ მოხვდით ფილმში არაპროფესიონალი მსახიობი?

შემთხვევით მოვხვდი ფილმში. გურამ პატარაიამ ბათუმში აღმომაჩინა. მივლინებაში ვიყავი, ერთ-ერთ გადაცემაზე ვმუშაობდით. კარგად ვიცნობდი გურამს და ფილმში გადაღება შემომთავაზა.

– კურიოზებით სავსე გადაღების პროცესი…

ფილმის გადაღება ეს ხომ მთლიანად კურიოზი იყო. "დურუ ხუნჭუას" როლის შემსრულებელს, ძირითადად, გადაღებებზე ვხვდებოდი.

– რას გვეტყოდით "შოუზე"?

"შოუ", მსახიობი არ იყო – სოფელ დიდი ჭყონის მეურნეობის დირექტორის მოადგილის ქალიშვილი იყო. სწორედ იქიდან მოხდა მისი აყვანა. ფილმში პროფესიონალი მსახიობები, მხოლოდ გოვენ ჭეიშვილი (ხუტა), მანუჩარ შერვაშიძე (დურუ) და  ევა ხუტუნაშვილი (ცუცა) არიან.

– ფილმის რომელიმე მონაწილესთან ახლა თუ გაქვთ კონტაქტი?

არა, არავისთან არ მაქვს შეხება.

– ამ ფილმის გარდა, გქონდათ სხვა შემოთავაზებები?

ფილმის გადაღების დროს, 26 წლის ვიყავი. მას შემდეგ, არც ერთ ფილმში აღარ მიმიღია მონაწილეობა. ცოტა ნაწყენიც ვიყავი, ჰონორარი არ გადამიხადეს იმდენი, რასაც დამპირდნენ.

სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემები შეექმნათ და ვერ გადამიხადეს. შევცდი, რომ კონტრაქტს ხელი არ მოვაწერე.

 

შეგახსენებთ, რომ "რეკორდი" „ქართული სატელევიზიო ფილმების სტუდიაშია“გადაღებული, რომელიც გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, საქართველოს ტელევიზიაში შეიქმნა.

ფილმის ავტორებმა გურამ პატარაიამ და ამირან ჭიჭინაძემ, ცნობილი ჩეხი მწერლის მოთხრობა, ქართულ ყოფას მუსადაგეს. „მსოფლიო რეკორდს ბირთვის ტყორცნაში“ სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ამყარებდნენ.

ფილმის გმირს, ჯოტია ცაავას მხოლოდ მაშინ შეუძლია დაამყაროს რეკორდი, როცა მას აგინებენ.

„რეკორდი“, 1975 წლის სატელევიზიო ფილმების მე-6 საკავშირო ფესტივალის პრიზის მფლობელია.