ლაზარეს შაბათი - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ ამ დღესასწაულის შესახებ
1775239930
გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგებს აქვეყნებს:
„გთავაზობთ მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგებს შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა(VII-XII), მათემატიკა (VII-XII), ფიზიკა (VII-XII), ქიმია (VII-XII), ბიოლოგია (VII-XII), ისტორია (VII-XII) და გეოგრაფია (VII-XII).
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.