რა უნდა იცოდეთ, თუ ქეთევან წამებულის გამზირზე გადაადგილება გიწევთ

ქეთევან წამებულის გამზირი

17 იანვარს ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება. 

როგორც ცნობილია, ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ნაწილად დაიყოფა. პირველ ეტაპზე მოძრაობა ავლაბრის მეტროდან თელავის ქუჩამდე შეიზღუდება, ხოლო სამუშაოების მეორე ეტაპი თელავის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე განხორციელდება, სადაც ასევე დროებით შეზღუდული იქნება გადაადგილება.

ცნობისთვის, ქეთევან წამებულის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. საბოლოოდ კი თბილისის მერმა პროექტის გაჭიანურების მიზეზად საახალწლო დღეები დაასახელა და განმარტა, რომ გამზირის რეაბილიტაცია ახალი წლის დღეების შემდეგ დაიწყებოდა.

შეგახსენებთ, ქეთევან წამებულის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა. პირველი ტენდერის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებდა, თუმცა უარყოფითი შედეგით დასრულდა. მეორე ტენდერში კი გამარჯვებულად თბილისის მერიამ გაზრდილი ბიუჯეტით - 6 090 839 ლარად DIN GROUP-ი გამოაცხადა. კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გასული წლის ზაფხულში გაფორმდა. სამუშაოები ადგილზე DIN GROUP-მა 8 თვეში უნდა დაასრულოს.

წყარო: BM.GE