დედამიწის ბრუნვა მოულოდნელად აჩქარდა - ცნობილია რა მოხდება მომდევნო კვირებში
1751658914
დონალდ ტრამპის თქმით, პუტინი ხვდება, რომ აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, ახალი სანქციები დააწესოს.ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის თქმით, ეს საკითხი მან ვლადიმერ პუტინთან საუბრისას განიხილა.
„ჩვენ სანქციებზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. მე ვიტყოდი, პუტინი ამით აღფრთოვანებული არ არის, მაგრამ როგორც იცით, ის უმკლავდებოდა სანქციებს, მაგრამ ახალი სანქციები საკმაოდ მტკივნეულია. ჩვენ სანქციებზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ის ხვდება, რომ შესაძლოა, ახალი სანქციები დაწესდეს. და იცით, ის პროფესიონალია”, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს ასევე ჰკითხეს ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული საუბრის დეტალებზე.
მისი თქმით, უკრაინის ლიდერთან კიევისთვის ანტისარაკეტო შეიარაღების გადაცემის შესაძლებლობა განიხილებოდა. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მას უკრაინაში ომის შეჩერება სურს.