დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებას უცხოური გამოცემა Variety ეხმაურება.
გამოცემა სასამართლოს დადგენილების დეტალებზეც წერს. Variety-ის სტატიაში ნათქვამია, რომ თავის დადგენილებაში მოსამართლე ფილიპსი ხაზს უსვამს იმას, რომ სერიალის თემა უკავშირდება გენდერული ბარიერების გადალახვას. თუმცა, ამავე დროს ეს სერიალი შეიძლება განხილული იყოს, როგორც გამოგონილი პერსონაჟის მიღწევების გაძლიერება რეალური პიროვნების, ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების უგულებელყოფის ხარჯზე.
"ფაქტი, რომ სერიალი მხატვრული ნაწარმოებია, არ ათავისუფლებს Netflix-ს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობისგან," - აღნიშნულია სასამართლოს დადგენილებაში.
ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება Netflix-ის სერიალ "ლაზიერის გამბიტს". როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.