პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ელდარ შენგელაია 89 წლის გახდა. დიდმა რეჟისორმა დაბადების დღე ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატარა. როგორც მაესტროს მეუღლე, ნელი შენგელაია გვიყვება, იუბილარმა კარგად მოილხინა.
ნელი შენგელაია: გუშინ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მივიღეთ სტუმრად. ყველამ პისიარი გაიკეთა და ფრთხილობდნენ. პანდემიის გამო, სურვილის მიუხედავად, სხვა არავინ ყოფილა. თუმცა რია-რიასთვის ეს ხალხიც საკმარისი იყო.
იუბილარმა ჩართო "ჰელოუ, დოლი", შტრაუსის ვალსი და ხან ერთ შვილთან იცეკვა, ხან მეორესთან, ხან - შვილიშვილებთან. კარგი დრო გაატარა, ჩვენ ყველა დავიღალეთ (იცინის).
ცეკვა ძალიან უყვარს. თავისი ვარსკვლავის გახსნაზე, სუხიშვილებთან ერთად "ხორუმი" იცეკვა.
მე ახალგაზრდობაში ვუწევდი კომპანიონობას, ახლა აღარ შემიძლია.
უმცროსმა ქალიშვილმა, კატია შენგელაიამ და შვილიშვილმა, ნატა ჯუღელმა მოუტანეს ტორტი "ცისფერი მთებიდან" კადრით. ფილმის გმირები დგანან და ჭერს რომ უყურებენ. ტორტს ეწერა - "გივი, ჩვენ ვართ". ასე რომ, სანთლებიც ჩააქრო.
ანდრეი კანჩალოვსკიმ ყვავილების კალათა და წერილი გამოუგზავნა. ძალიან გაუხარდა ელდარს. მეგობრები არიან.
ახლა თავისი ტრილოგიის მესამე ფილმზე მუშაობს. ფილმს ჰქვია "სიმღერა", რომელშიც იმედა კახიანი, პაატა მოისწრაფიშვილი, ლევან ბერიკაშვილი და ძმები ასკანელები თამაშობენ... ვნახოთ, რა გამოვა.