რა სიმძლავრის მიწისძვრას გაუძლებს თბილისი

თბილისი

გუშინ საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი სოფელი სამება იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე ეპიცენტრში 6.2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრას გვიან ღამით, კიდევ რამდენიმე ბიძგი მოჰყვა. 

რა სიმძლავრის მიწისძვრას შეიძლება გაუძლოს თბილისმა, ამ კითხვას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის წარმომადგენელი და გეოლოგი  ლაშა სუხიშვილი პასუხობს.

„რთული სათქმელია, თუმცა 2002 წლიდან უნდა ვიმსჯელოთ, როცა 4.5-მა უკვე აღვნიშნე რაც დამართა დედაქალაქს, მას შემდეგ გავიდა 20 წელი, ავარიული შენობები არსად წასულა, პირიქით, ამორტიზაცია დაემატათ. 4-იანი რიგის მაგნიტუდის მიწისძვრები, თუ ეპიცენტრი თბილისი იქნება, შეიძლება ჩავთვალოთ დედაქალაქისთვის სახიფათოდ," - ლაშა სუხიშვილი.