რა შემთხვევაში მოგიწევთ თებერვალში, შუქის ორი თვის დავალიანების სრულად დაფარვა - თელმიკოს განმარტება

ელექტროენერგია

მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის თვის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვლის თვეში გადასახდელ ქვითარში. ინფორმაციას ამის შესახებ „თელმიკო“ ავრცელებს.

მათივე განმარტებით, გაუგებრობის და დავალიანების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია 28 იანვრამდე დეკემბრის თვის დავალიანების გადახდა.

„დეკემბერში აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ გამოიწვია აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა. მომხმარებლების მოთხოვნის საფუძველზე, დეკემბრის მეორე ქვითრის გადახდის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, გადავადდა იანვრის ბოლომდე.

შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის თვის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვლის თვეში გადასახდელ ქვითარში. რაც იმას ნიშნავს, რომ თებერვლის თვეში მომხმარებელს მოუწევს ორი თვის დავალიანების სრულად დაფარვა.

გაუგებრობის და დავალიანების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდებულია დეკემბრის თვის დავალიანების გადახდა მოხდეს 28 იანვრამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანია „თელმიკოს“ ქოლ ცენტრს, ნომერზე +995 32 5 000 777, მოკლე ნომერზე 16 700, მოგვწეროს პირადი შეტყობინება Facebook-ში ან ელექტრონულ მისამართზე info@telmico.ge,“ - აღნიშნულია განცხადებაში.