მიმართვა სკოლებს - პრეზიდენტი სკოლებს საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს
1733167310
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ, "ღამის კურიერის" ეთერში, კლუბ "ბასიანზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ღამის კლუბების შედარება ღია სივრცეში გამართულ ღონისძიებებთან, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ახალი შტამი - "ომიკრონი" გამოჩნდა:
"რა შეიძლება ამას დავარქვათ? - არის ასეთი გამოთქმა - ღრეობა, შავი ჭირი. ძალიან რთულია ამის შედარება რესტორანთან და ღია სივრცესთან არ შეიძლება. საქართველო მთვარეზე ხომ არ არის? ევროპაში ყველგან დახურულია კლუბი. მესმის, ძალიან რთულია ეს კლუბის მეპატრონეებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ფინანსური ზარალია.
საკოორდინაციო საბჭოზე კლუბების წარმომადგენლებთან არავითარი შეთანხმება არ ყოფილა გახსნაზე, მიმდინარეობდა მუშაობა, რომ ის პირობები ყოფილიყო, რომელის შემდეგაც კლუბები მუშაობას დაიწყებდნენ. მაგრამ მათთვის არავის უთქვამს, რომ გაიხსნებოდნენ და არავინ დაპირებია მათ ამას. მაგრამ "ომიკრონი" გამოჩნდა. კლუბის შედარება შეიძლება გარე სივრცეში გამართულ ღონისძიებასთან? ეგენი მართლა კლუბში არ ყოფილან თუ რა ხდება. დახურულ სივრცეში რომ 2 000 კაცი ერთად ცეკვავს - კარგით რა,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
კლუბი ბასიანი დღეს შრომის ინსპექცია 10 000 ლარით დააჯარიმა.