რა სასწაულები მოახდინა უფალმა გიორგი გილიგაშვილის ოჯახში

giligashvili

მსახიობი, გიორგი გილიგაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ცხოვრებისეულ სასწაულებზე საუბრობს.

„იღბლის სინონიმად შეგვიძლია, სიტყვა ბედისწერა გამოვიყენოთ. ბედ-იღბალი ერთადაც მოიაზრება. ჩემი უსაყვარლესი მოძღვრის სიტყვებით ვიტყვი: „ყოვლისშემძლეა ბედისწერა ვისაც ჰქონია, ბედი კი არა, იმ საბრალოს ჭკვა არ ჰქონია, ყველა თვითონ არის საკუთარი ბედის მჭედელი, ბედს არ უჩივის სულიერი თვალით მხედველი“. ვფიქრობ, მამა იოსებმა ამ ლექსში ჩემი და იმ ადამიანების სათქმელი თქვა, ვისაც ბედისწერა არ ჰგონია მეუფე, ვისთვისაც მეუფე უფალია.

თუ უფალი საკუთარ ხატებას აძლევს ადამიანს, ასევე, აძლევს საკუთარი ბედისწერის განკარგვის უფლებასაც. ამიტომ წინასწარ განსაზღვრული ბედისწერა და იღბალი არ არსებობს. მართლმადიდებლური თვალსაზრისით, იღბალს ჰქვია წყალობა უფლისა – როდესაც ადამიანს ესა თუ ის სიკეთე მოგემადლება და აღმოჩნდები საჭირო დროს საჭირო ადგილას. როგორც ყველა ადამიანზე არის დაშვებული წყალობა და მადლი, ისეა ჩემზეც, როგორც ღვთის შვილზე და მე მას ყოველივეს სიყვარულით ვიღებ“,- ამბობს გიორგი გილიგაშვილი. 

მისი თქმით, თუ სიყვარულში ხარ, უფალი მუდამ დაგეხმარება. 

„თუ სიყვარულში ხარ, უფალი ისე გეხმარება ყველაფერში, ვერ აგიხსნით. უამრავი სასწაული მოახდინა უფალმა ჩემსა და ჩემი ოჯახის თავს. სადაც არ ვიყავი, იქ არ უნდა ვყოფილიყავი, სადაც არ მინდოდა წასვლა, მაგრამ წავედი, თურმე, ზუსტად იქ იყო ჩემი ადგილი. ჩემს თავს სულ სასწაულები ხდება. უფლის ნების გარეშე ციდან წვიმის წვეთი არ ვარდებაო, ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის“,- ამბობს გიორგი გილიგაშვილი.