ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
გიორგი და ნუცა გილიგაშვილები გადაცემის „გვიანი დილა“ სტუმრობდნენ. ცნობილმა და-ძმამ გადაცემაში დაძმობის შესახებ ისაუბრეს.
როგორც მათ აღნიშნეს, მათ შორის სხვაობა 7 წელია, მაგრამ ასაკობრივი განსხვავება არ იგრძნობა და ისინი ძალიან კარგი მეგობრები არიან.
გიორგი: „ჩემი დაიკო რომ იბადებოდა, მაშინ მე ძმა მსურდა…მერე გაჩნდა ნუცა, ცოტა გაწბილებული ვიყავი… პირველი ორი საათი რაღაც ისე ვიყავი, მეტი არა და როგორც დავინახე ნუცა, ისეთი საყვარელი იყო, ვიკითხე ეს ნამდვილად გოგოა-მეთქი? (იცინის) საყვარელი და რაღაცნაირად შოკის მომგვრელი ბავშვი იყო… ჩემი და ნუცას ურთიერთობა ჩემს და-ძმაში, მათაც იციან, რომ რაღაც განსაკუთრებულია…გარე სამყაროსთან დამოკიდებულებები მე და ნუცას ერთნაირი გვაქვს…“
ნუცა: „მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ვართ და-ძმა და ვართ მეგობრები, ოთხივე და-ძმა ვმეგობრობთ, მაგრამ თანამოაზრეები ვართ უფრო მე და გიორგი. ერთმანეთის რჩევებს აუცილებლად ვითვალისწინებთ, რადგან თანამოაზრეები ვართ, ხშირად გვემთხვევა ეს აზრები და შესაბამისად კარგად ვრიგდებით ხოლმე…“