„აღარ მახსოვს ეს დარდიანი წუთები და წამები, უამრავი სასწაული მოახდინა უფალმა...“ - გიორგი გილიგაშვილი

გიორგი გილიგაშვილი

გიორგი გილიგაშვილი განსაცდელებზე საუბრობს და ამბობს, რომ მის ცხოვრებაში უფალმა ბევრი სასწაულები მოახდინა. 

„ღვთის მადლით, გარემო დიდი სიყვარულით განიმსჭვალა სნეული ადამიანის მიმართ, მე ვიქნებოდი თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. მათი ლოცვის, სიყვარულის, მოწყალების წყალობით, ყველაფერმა მშვიდად გაიარა. აბსოლუტურად აღარ მახსოვს ეს დარდიანი წუთები და წამები, რომელმაც იმ დროს შეიძლება გაგვაწამა. თან ისე გამიმარტივეს ჩემმა ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, თანამოქალაქეებმა, რომ ეს გზა სიყვარულის ფარდაგით მოფენილი გამატარებინეს და ახლაც მატარებენ.

თუ სიყვარულში ხარ, უფალი ისე გეხმარება ყველაფერში, ვერ აგიხსნით. უამრავი სასწაული მოახდინა უფალმა ჩემსა და ჩემი ოჯახის თავს. სადაც არ მინდოდა ვყოფილიყავი, სადაც არ მინდოდა წასვლა, მაგრამ წავედი, თურმე, ზუსტად იქ იყო ჩემი ადგილი. ჩემს თავს სულ სასწაულები ხდება. უფლის ნების გარეშე ციდან წვიმის წვეთი არ ვარდებაო, ეს უბრალოდ ლამაზი სიტყვები არ არის.

არ გავიხსენებ განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევებს, მაგრამ უფლის წყალობა იყო ის დიდი განსაცდელები, რომელიც უფალმა დამაძლევინა. მორჩილებით ვიღებ უფლის დაშვებას საკუთარ თავზე,თუმცა დიდსა და პატარა განსაცდელებს არ გამოვყოფ ერთმანეთისგან, იმის გამო, რომ დიდს შეიძლება გაუმკლავდე, მაგრამ ძალიან პატარამ დაგაბრკოლოს“, – ამბობს გიორგი გილიგაშვილი  ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში.

ცნობისათვის, გიორგი გილიგაშვილს მცირე ხნის წინ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მან თურქეთში ოპერაცია გაიკეთა, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნდა. როგორც გიორგიმ თქვა, მას 12 კვანძი ამოუღეს, აქედან 8 კი ავთვისებიანი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉  VIDEO: ქველმოქმედება მარისგან - ტიკტოკერი სააღდგომოდ სხვების გახარებას ცდილობს

👉 სპალეტი ხვიჩას გაუბრაზდა - რა მოხდა გუშინდელ მატჩზე