5 ცალი დაფნის ფოთოლი, შეკარით წითელი ძაფით... - თუ ფიქრობთ ვიღაცამ გაგთვალათ, ეს წაიკითხეთ
1742878427
ტელეწამყვანმა, ნუკი კოშკელიშვილმა გადაცემა „ურუსკესში“ ჰოლივუდში მის მიერ შესრულებულ როლებთან დაკავშირებით ისაუბრა და სახალისო ისტორია გაიხსენა.
„როგორ გინდა წავიდეს ეს გადაცემა - ძალიან ბევრ კარგ ფილმში ვარ ნამყოფი, Madam Secretary, Quantico , Marry me, ჯენიფერ ლოპესთან ერთად, ანუ მართლა ვარ ამ ფილმებში ხალხნო, მაგრამ როგორ ვარ იცით, უკან ბლარში, ძალიან, ძალიან, ძალიან ბლარში ვარ მე, აი მე იცი ვინ ვარ - ბუჩქი და რომ გეუბნებიან ბუჩქიც კარგად უნდა ითამაშოო, საოცრად ვთამაშობ, ამ ბუჩქს ძალიან ღირსეული ბუჩქი ვარ.
სულ მეძახიან გამოპრანჭულ როლში. Madam Secretary-ში არის საქორწინო სცენა, ბოლო სეზონის ბოლო სერია, კულმინაცია და ვგრძნობ რომ რეჟისორს მოვეწონე, ჩემზეა მთელი აქცენტი, სხვაზე ვისზე იქნება, ამ სერიის გამოსვლას ველოდები, ღვინო მაქვს ნაყიდი, სანთლები და მორჩა ეგაა ჰოლივუდში ვარ, კადრია - ჩემი ცხვირი მიბლარული და ცენტრში ცხვირიდან არის გადაღებული მთავარი გმირი“, - გაიხსნა ნუკი კოშკელიშვილმა გადაცემა „ურუსკესში“.