“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
ბარაქის ღვთისმშობელი - ეს სახელი, ხატს ღირსმა მამამ ამბროსი ოპტინელმა უწოდა…
ქვეყნიერების დედოფალი ამ ხატზე ღრუბლებზე მჯდომარეა გამოსახული და ხელებიც კურთხევის ნიშნად აქვს განპყრობილი. როდესაც ხატს სახელად პურთათვის სიუხვის მომნიჭებელი უწოდა, წმიდა მამას სურდა, ეჩვენებინა, რომ დედა ღმრთისა ადამიანებს არა მარტო სულიერ ხსნას მიჰმადლებს, არამედ ქვეყნიერ ღვაწლშიც ეხმარება. ღირს მამას ძლიერ უყვარდა ეს ხატი და მის წინაშე ლოცვა უანდერძა თავის სულიერ შვილებსაც.
ერთხელ, დიდი გვალვის დროს, როგორც კი ხატის წინაშე პარაკლისი აღსრულდა, წვიმა წამოვიდა, მინდვრები გაცოცხლდა და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა.
ლოცვა ხატისათვის ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა პურთათვის სიუხვის მომნიჭებელისა
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ცისა და ქუეყანისაო, ყოველთა ქრისტიანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთაო, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქვრივთაო და კაცთა ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და ურჩთა ჩუენთათვის ნაყოფისა მომნიჭებელო; შენ, დედოფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაი ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და შემუსრვილებითა გულისათა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ, უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა, ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა. დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა. გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაი და წყალობაი დიდი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისა სულისა ქრისტეანისათვის და ყოვლისა ერისა ჩუენისათვის, რაითა გადიდებდეთ შენ, ყოვლადმოწყალესა მზრდელსა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლოცვა ყანობირთათვის
უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან დასაბამად შეჰქმენ შენ ცაი და ქუეყანაი და ცაი შეამკევ დიდითა მნათობებითა, რომელნიცა სჩანან ქუეყანასა ზედა და განკვირვებულ არიან მათისთვის შენ მხოლოისა დამბადებელისა მეუფისა და შემოქმედისა მიმართ. ხოლო ქუეყანაი შეამკევ მდელოითა თივითა და ფერად-ფერადითა თესლებითურთ, თესვად თითოეულისა და ყოვლისა ყვავილისა შუენიერისა და სულნელებისა კურთხევითა.
და აწ უკუე ესეცა შენვე აკურთხე, მეუფეო, და მოხედე წმიდით სამკვიდრებელით შენით ნაყოფთა ამათ ზედა და აკურთხენ ესენი და დაიცვენ ესენი ყოვლისა მჭამელისაგან და განმხრწნელისა და ყოვლისაგან მავნებელისა მოქმედისა ბოროტისა, კაცთა ბოროტთაგან და მოეც ამას ნაყოფი კეთილი, ჟამსა თვისსა აღსრულებული კურთხევითა შენ მიერითა, და ყოველთა მხეცთა და ფრინველთა და ყოვლისა რისხვისა და სენისაგან მავნებელისა ამას ზედა მომავალისაგან განაშორე და წარსდევნენ ყოველნი ესე მავნებელნი, რამეთუ წმიდა არს და დიდებულ ყოვლადპატიოსანი და დიდად შვენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.