„მხოლოდ 19 წლის იყო..." - ცნობილია, მტკვარში გადავარდილი მანქანის მეოთხე მგზავრის ვინაობა
1747302345
ორი ახალგაზრდას უტა ელიავას და გიორგი შამუგიას, მტკვარში მაშველები ამ დრომდე ეძებენ.
უტას და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ შესაძლოა უტა უკვე იპოვეს.
"მოვდივარ შენი გაყინული სხეულის ჩასახუტებლად... როგორ გციოდა ღმერთმა იცის..." - წერს და.
"პრაიმტაიმი" საგანგებო სიტუაციების სამსახურის პასუხს ელოდება.
ცნობისთვის, თბილისში, 2 დღის წინ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ავარიის შედეგად მტკვარში მანქანა გადავარდა. ადგილზე ამ დრომდე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
ავტომობილში სულ 4 ადამიანი იყო.
ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, მანქანის გადავარდნის დროს ორი გადმოხტა. ერთი დინებამ წაიღო. მეორემ გაცურვა მოასწრო, მისი ამოყვანა მაშველებმა მალევე შეძლეს. ხოლო ორი მანქანაშია. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ოჯახის ახლობლის თქმით, მომხდარის შესახებ დეტალები დღეს გაიგეს და შესაბამის ზომებს მიმართავენ.
მისი თქმით ახალგაზრდები 25 წლამდე ასაკის არიან და სკოლის მეგობრები იყვნენ.