9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების საქმეზე ბიჭიკო პაიკიძეს და მის ყოფილ პარტნიორს, ოსმან ქამალ ბაირახტარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ბიჭიკო პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა, რაც შეეხება თურქეთის მოქალაქე ოსმან ქამალ ბაირახტარს, ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.მისი უფლებადამცველის განცხადებით, საქმე ხანდაზმულია.
ბიჭიკო პაიკიძის ადვოკატის თქმით, საუბარია 2010-12 წლებში განვითარებულ მოვლენებზე, რა დროსაც მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ადვოკატის თქმით, დანაშაულის ნიშნები თუ გამოიკვეთებოდა, მას აუცილებლად დაუყოვნებლივ დააკავებდნენ.
რაც შეეხება ბრალდების პოზიციას, პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას თავს განზრახ არიდებდნენ. პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები საქმიანობის განხორციელების პროცესში და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მილიონობით ლარის მიღების პარალელურად, სისტემატურად ახდენდნენ ბიუჯეტში გადასახდელი თანხების არასწორ დეკლარირებას, რითაც განზრახ თავს არიდებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს. ბრალდებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.