9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
უკრაინის საჰაერო სივრცე სავარაუდოდ, უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
„მთავარსარდალმა უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე დრონებთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ მაცნობა. უკრაინულმა ძალებმა ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირეს სადაზვერვო დრონების მიერ, რომლებიც სავარაუდოდ უნგრულია“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყველა არსებული მონაცემის შემოწმების შესახებ ბრძანება უკვე გაცემულია.
მისივე თქმით, სამხედრო ბრიფინგზე აცნობეს, რომ დრონები შესაძლოა, უკრაინულ სასაზღვრო რაიონებში სამრეწველო პოტენციალის დაზვერვას აწარმოებდნენ.