ავარია ქუთაისთან - ორი მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა

პოლიცია ლენტა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან.

ორი მოძრავი ავტომობილი გაჩერებულ ავტომანქანას შეეჯახა.

შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

,,პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.