ზელენსკი გონებას კარგავს თავისი ანტიუნგრული აკვიატებით, ახლა იწყებს იმის დანახვას, რაც არ არსებობს - პიტერ სიიარტო

პიტერ სიიარტო

პრეზიდენტი ზელენსკი გონებას კარგავს თავისი ანტიუნგრული აკვიატებით, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელ X-ში წერს.

სიიარტო გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინელმა სამხედროებმა სავარაუდოდ უნგრული დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევა დააფიქსირეს.

„პრეზიდენტი ზელენსკი გონებას კარგავს თავისი ანტიუნგრული აკვიატებით. ის ახლა იწყებს იმის დანახვას, რაც არ არსებობს“, – დაწერა სიარტომ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნებმა მას მიაწოდეს უკრაინა-უნგრეთის საზღვარზე დრონებთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ცნობები ინციდენტების შესახებ. უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის სასაზღვრო რაიონებში სამრეწველო პოტენციალს ზვერავდნენ.