,,რა გადავიტანე, ახლაც ხელები მიკანკალებს..." - რას ჰყვება ანი გიუნტერი

ანი გიუნტერი

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი იმ ადამიანებს შორისაა, რომელიც ასტროლოგიურ პროგნოზებსა და ჰოროსკოპებს არასერიოზულად უყურებს და მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი ადამიანების დაპროგრამებას უკავშირდება, თუმცა ამბობს, რომ სიზმრები ხშირად უხდება.

ანი გიუნტერმა ,,ღამის პრაიმ-თაიმის" ეთერში ის სიზმრები გაიხსენა, რომლებიც აუხდა.

,,დამესიზმრა ჩემი დის შვილი, ის დაესიზმრა ჩემს უმცროს შვილს და თქვა, რომ ჩვენ ის აუცილებლად უნდა მოვინახულოთო. ეს ბავშვი დაიკარგა მეორე დღეს და მთელი საპატრულო პოლიცია ეძებდა. ის სიზმარი რომ მახსენდებოდა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდებოდა ჩემს გულში... ადამიანის, რომელსაც თითქმის ყველა სიზმარი მიხდებოდა...

იმდენად მინდოდა, რომ არ დამეჯერებინა ის ცუდი, როცა ბავშვი არ იყო არც სკოლაში, არც ტრანსპორტამდე მისულა, ვერსად ვიპოვეთ გარკვეული საათების განმავლობაში... ვთქვი, რომ ეს სიზმარი იყო უბრალოდ გაფრთხილება იმისა, რომ რაღაცა სანერვიულო იქნებოდა, მაგრამ რა კარგად დამთავრდა ყველაფერი, ჩვენ ხომ შევხვდით იმ დღეს, ზუსტად ასე ვნახავ დაახლოებით საათ ნახევარში ... მაგრამ რა გადავიტანე, ახლაც ხელები მიკანკალებს", - ამბობს ანი გიუნტერი.