„რა დავაშავე, ღმერთო?!“ - აბიტურიენტმა ბოლო სესიაზე საათნახევრით დააგვიანა

აბიტურიენტი

18 ივლისს აბიტურიენტები ისტორიის გამოცდას აბარებენ. გამოცდაზე ერთ-ერთმა აპლიკანტმა დააგვიანა.

„ბოლო გამოცდა იყო, რა დავაშავე, ღმერთო?! ყველაფერი კარგად ვიცოდი, ვკითხულობდი. არ მჯერა! არ წავალ, არ ჩამიტარდება?! ძალიან კარგად ვარ მომზადებული, კიდევ ერთი წელი?!”, – ასე მიმართა აბიტურიენტმა გოგონამ 103-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელს.

როგორც საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა EDU.ARIS.GE-ს უთხრა, დაგვიანებული აპლიკანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

„8 საათზე იწყება რეგისტრაცია და საათნახევარი დააგვიანა. გამოცდაზე მისი დაშვების უფლება არ გვაქვს”, – თქვა 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიის გამოცდას დღეს ორი სესია დაეთმობა, ხვალ კი ერთი.