1701724577
რა დანიშნულება აქვს სააღდგომო ჯეჯილს და როგორ მოვიქცეთ მისი დაჭკნობის შემდეგ?
რა დანიშნულება აქვს სააღდგომო ჯეჯილს და როგორ მოვიქცეთ მისი დაჭკნობის შემდეგ? - ამ კითხვას არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე) პასუხობს:
„მწვანე ჯეჯილი სიმბოლოა იმ ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ თავისი აღდგომით მოგვანიჭა. იგი გამოხატავს სულიერ განახლებას, სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილზე და იმ სადღესასწაულო განწყობას, რომელიც სამყაროს მაცხოვრის აღდგომით მოეფინა. ვინაიდან ჯეჯილი სააღდგომო ატრიბუტიკის ნაწილია, დღესასწაულის გასვლის შემდეგ უმჯობესია სუფთა ადგილზე მოვათავსოთ, სადაც ფეხქვეშ არ გაითელება, ან დავწვათ.“ - ამბობს სასულიერო პირი.












