ბათუმში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა - არიან დაშავებულები

policiis lenti

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. გავრცელებული ცნობით, ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.