სააღდგომო ნიშნები, რომლებსაც შეუძლიათ შენი წელი შეცვალონ - ეზოთერიკოსის რჩევა

აღდგომის სიზმარი

ეზოთერიკოსი და მინეროლოგი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებს საინტერესო რჩევებს. ამჯერად ის სააღდგომო ნიშნების შესახებ წერს.

„სააღდგომო ნიშნები, რომლებსაც შეუძლიათ შენი წელი შეცვალონ  აღდგომა ის დღეა, როცა სამყარო ნიშნებით გვესაუბრება. თუ მათ დააკვირდები, მიხვდები, როგორი იქნება შენი წელი. შეინახე ეს სია და შეამოწმე:  მოწმენდილი ამინდი თბილი ზაფხულისა და უხვი მოსავლის მომასწავებელია.  სტაბილურობისა და მსუბუქი პერიოდის ნიშანი.  წვიმა აღდგომას ბარაქისა და კეთილდღეობის ნიშანია.  მიწა ივსება ძალით — მასთან ერთად კი შენც.  ქარი - წელი ცვალებადი იქნება.  მოემზადე სიახლეებისთვის, სწორედ ისინი მოგიტანენ ზრდას.  შეღებვისას გატყდა კვერცხი დაძაბულობის ან კონფლიქტის ნიშანია.  თუმცა, თუ ნაჭუჭი მთელი დარჩა პირიქით, იღბალი გელოდება.  კვერცხი გვერდზე დაგორდა საქმეებში არასტაბილურობის ნიშანია.  სჯობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას არ იჩქარო.  გამოცხვა მაღალი, ლამაზი პასკა ოჯახში ბარაქისა და წინსვლის ნიშანია.  სიმბოლო იმისა, რომ ფინანსები „ზემოთ წავა“.  სანთელი თანაბრად იწვის მშვიდი და ჰარმონიული წლის მომასწავებელია.  ყველაფერი რბილად და წყნარად დალაგდება.  სანთელი ბოლავს შფოთვის ან უსიამოვნების ნიშანია.  ღირს სივრცისა და ფიქრების გაწმენდა.  ზარების რეკვა გესმის დაცვისა და კეთილი ამბების ნიშანია.  განწმენდის ენერგია შენთანაა.  ბზა (ტირიფი) გაიფურჩქნა - ჯანმრთელობისა და ბედნიერების ნიშანია.  ახალი სიცოცხლის სიმბოლო.  კვერცხი გაჩუქეს  - მეგობრობისა და სასიამოვნო ამბების მომასწავებელია.  შენ გვერდით გულწრფელი ადამიანები არიან.  ორგულიანი კვერცხის ან ნაჭუჭის პოვნა ფულისა და მოულოდნელი მოგების ნიშანია.  იშვიათობა = ფინანსური შანსი.  აღდგომის ოჯახთან ერთად შეხვედრა თბილი და ბედნიერი წლის მომასწავებელია.  რაც უფრო ძლიერია ოჯახი, მით მეტია მხარდაჭერა.  დალაგება ამ დღეს  შეიძლება იღბალი „გამოხვეტო“.სჯობს დაისვენო და გაიხარო.  სახლში პირველი მამაკაცი შემოვიდა წარმატების, ბარაქისა და დაცვის ნიშანია.  ძლიერი ნიშანი მთელი წლისთვის.“ - წერს იოსელიანი.