„10 წუთი ვიდექი და ვტიროდი...“ - რას წერს ბათუმში მძიმე ავარიას შემსწრე ადგილობრივი
1784975563
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
„დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება მოკლე პერიოდით ავარიულად გაითიშა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
ავარიიდან მოკლე დროში, 08:05 საათიდან ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგა თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს. ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება.
პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას.“ - წერია განცხადებაში