იპოვეს 8 წლის ინგუში ბიჭის ცხედარი, რომელიც მდინარეში მეგობრის გადასარჩენად გადახტა
1782144400
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაცია აეროპორტის გვერდზე ვრცელდება.
„ჩვენი აეროპორტის მგზავრთა საყურადღებოდ! არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საფუძველზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება და აეროპორტი რეისების მიღებას 31 ოქტომბრიდან შეძლებს. ამ პერიოდში კი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. ავიაკომპანიებს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებენ ( Wizz Air, Wizz Air Abu Dhabi, FlyArystan) ინფორმაცია ამის შესახებ მიწოდებული აქვთ და თავის მხრივ მგზავრებს აცნობეს/აცნობებენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.