ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
გლდანის რაიონში, II მიკრორაიონის N39 კორპუსის მიმდებარედ „ჯივიპის“ ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ სამუშაოებს ატარებენ.
„ჯივიპის“ ინფორმაციით, ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„აღნიშულთან დაკავშირებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 16 იანვარს 14:00 საათიდან 17 იანვრის ღამის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
გლდანის რაიონში: გლდანის I-IV მ/რ-ებს, გლდანის „ა“ მ/რ-ს, თემქის IV მ/რ-ს, ხიზაბავრის 1 შესახვევს, ბოჭორიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ჯანჯღავას, კაჭარავას, მეგობრობის, ანდრონიკაშვილის ჭრებალოს, ხეჩუაშვილის, ყუშიტაშვილის, უწერის, 9 ძმა ხერულიძის, 26 მაისის და გმირი კურსანტების ქუჩებს; ლიბანის ქუჩის ნაწილს, თიანეთის გზის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge“, -ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში