VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
1773777229
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს მამუკა სეფიაშვილი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სპეციალური ორდენით - „უმაღლესი თავდადების ორდენით“ დააჯილდოვა.
მამუკა სეფიაშვილი თურქეთის ქალაქებში - ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ 200-მდე ქართველ მაშველს ხელმძღვანელობდა, რომლებიც აღნიშნულ ქალაქებში 18 დღის განმავლობაში ასრულებდნენ სამაშველო მისიას.
ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა.