დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
"ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები რეგიონებში გრძელდება. მორიგი ღონისძიებები დღეს ასპინძაში, ახალქალაქსა და ქედაში გაიმართება. გუშინ კი მუსიკოსები და მელომანები ბათუმში შეიკრიბნენ. ნუცა ბუზალაძე და ბენდი, ზუკა ხუციშვილი, გია ნიკოლაძე, სოფო ხალვაში და აჩიკო ნიჟარაძე - მმართველ გუნდს შემსრულებლებმა ღია მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს და სცენიდან კიდევ ერთხელ გააჟღერეს მთავარი გზავნილი. ითქვა რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ქვეყანამ ღირსებით უნდა გაიაროს.
მხარდამჭერ ღონისძიებას ბათუმში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრები - აჩიკო ბერიძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ტალახაძეც ესწრებოდნენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა მხოლოდ ღირსებით უნდა გაიაროს.