დავით აღმაშენებლის გამზირი - რა იმალება თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქუჩის მიღმა
1746119323
ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის, ქალისა და მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა.
როგორც მეზობლები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვებიან, შემთხვევის შესახებ დღეს გაიგეს; „კარი ღია იყო, შევიდნენ და გარდაცვლილები ნახეს“. მათივე ცნობით, წყვილი ახალციხეში ქირით ცხოვრობდა. მამაკაცი ასპინძიდან არის, ქალი კი ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ–ერთი სოფლიდან.
სავარაუდოდ, კაცმა ჯერ ქალი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს
ფოტო: TOK2Region