ქალი, რომელსაც ყოფილმა ქმარმა სხვადასხვა დაზიანება მიაყენა, გარდაიცვალა
1759402342
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და პოლონეთის რესპუბლიკაში სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ო-ლილე“ ორგანიზებით, ქალაქ კრაკოვში, ხელოვნების გალერეა Bunkier Sztuki-ის 60 წლის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღონისძიებას 400-მდე სტუმარი, ხელოვნების, ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.
დეგუსტაციის პარალელურად მოეწყო ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის ამსახველი საინფორმაციო სტენდი, რაც ქართული ღვინის ცნობადობისა და პოპულარიზაციის ზრდას უწყობს ხელს.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2025 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 4,7 მლნ ლიტრი შეადგინა; ზრდამ, 2024 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 15 პროცენტს მიაღწია.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ფარგლებში, 2013 წლიდან, ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, მიზანმიმართულ სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ამერიკის, ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზრებზე ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2025 წლის ცხრა თვეში, ქართული ღვინო წარდგენილი იყო მსოფლიოს 15 ქვეყანაში 22 გამოფენა/ფესტივალსა და 160-მდე დეგუსტაცია-სემინარზე“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.