„ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსამდე გათბება“ - უახლოესი დღეების პროგნოზი
1759434008
ღვინის ეროვნული სააგენტოს და ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქალაქ სან-პაულოში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში „ProWine São Paulo“ ქართული ღვინის მწარმოებელი ხუთი კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მსგავს მასშტაბურ გამოფენაზე ქართველი მწარმოებლების მონაწილეობამნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.
გამოფენაზე „ProWine São Paulo“ იმყოფებოდა და ქართველ მეწარმეებს შეხვდა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი ვასილ კუჭუხიძე.
საერთაშორისო ფორმატის „ProWine”გამოფენებიწლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რომლებიც ახალ კონტაქტებს ამყარებენ, მათ შორის, იმპორტიორებთან, ეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.„ProWine”-ის მთავარ გამოფენას დუსელდორფიმასპინძლობს; წლის განმავლობაში კი, გამოფენებიიმართება ტოკიოში, შანხაიში, მუმბაიში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში და სანპაულოში. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილიიყო „ProWein“-ის გამოფენებზე გერმანიაში, ბრაზილიაში, იაპონიასა და ჩინეთში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, გერმანიის ქალაქ დუსელდორფში გამართული გამოფენის „ProWine Dusseldorf“ ფარგლებში, საქართველოს მონაწილეობის საიუბილეო 25 წლისთავი აღინიშნა.