ქართული ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი 81 წლის გახდა

ნონა გაფრინდაშვილი

ქართული ჭადრაკის ლეგენდა, ნონა გაფრინდაშვილი 81 წლის გახდა.

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლისო 5-გზის ჩემპიონი და საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებულია.

ის საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა და კაცთა შორის, საჭადრაკო „ოსკარის“ პირველი მფლობელი, „ევროპის ოქროს პაიკის“ ლაურეატია.

ნონა გაფრინდაშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერია.

ლეგენდარული მოჭადრაკე, ბრწყინვალე გამარჯვებებით, დაუვიწყარი და სამაგალითო კარიერით ოქროს ასოებითაა ჩაწერილი მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში.