პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
21 წლის ქართველმა ქიმიკოსმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე კალიფორნიაში სრული დაფინანსება მოიპოვა. ლევან გოჯიაშვილი SDUS-ს წლევანდელი კურსდამთავრებული და არაერთი ოლიმპიადისა და კონკურსის გამარჯვებულია. მისი ჩართულობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მრავალი მედალი მოუტანა ქიმიკოსთა ნაკრებს.
„STEM-ის მიმართ ჩემი ინტერესი მნიშვნელოვნად გააძლიერა ქიმიის მასწავლებელმა სკოლაში, რომელმაც მოახერხა საგნის მიმართ საკუთარი სიყვარულისა და ერთგულების იმგვარად გადმოცემა მოსწავლეებისათვის, რომ ნათლად დაგვენახა ქიმიის, როგორც მეცნიერების უსაზღვრო შესაძლებლობები. მეცხრე კლასიდან ამ საგნის შესწავლა ინტენსიურად და საფუძვლიანად დავიწყე,” – ამბობს ლევანი.
ლევან გოჯიაშვილმა პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება ამ სფეროში, სკოლის პერიოდში შეიძინა.
„სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში – საქართველო, სადაც იყო წარმოდგენილი ერთადერთი ამერიკული ქიმიის საბაკალავრო პროგრამა საქართველოში, რომელიც საშუალებას მაძლევდა, უმაღლესი საფეხურის განათლების ხარისხის მისაღებად მებრძოლა და გავმხდარიყავი კონკურენტუნარიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით“,- ამბობს ლევანი,
ახალგაზრდა მეცნიერის სამომავლო მიზნებია მიიღოს დოქტორის ხარისხი ქიმიაში და შემდეგ გააგრძელოს მუშაობა ინდუსტრიაში, აწარმოოს იაფი და ნაკლებად ტოქსიკური კატალიზატორები სხვადასხვა სამრეწველო პროცესებისათვის, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ქიმიური ნარჩენების მავნე ზემოქმედებას გარემოზე.