დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრის, ჯამბულათ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია სოციალური ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„მეომრის გზა რთულია, მაგრამ ეს არჩევანია.. მთელი ცხოვრება იყო მეომარი, ეს ორმაგად რთულია, იმიტომ, რომ შენ გიფარავს ღმერთის ხელი, ხოლო შენი თანამებრძოლები მიჰყავს. გემატება ტკივილი, რომელიც საჭურველთან ერთად უნდა ატარო, მაგრამ ყველა მეომარმა იცის, რომ ცხოვრება გრძელდება. ზუსტად ამისთვის იღუპებიან ისინი და ამიტომ:
ნაძვის ხეც უნდა დაიდგას, რამე თუ ბავშვებს ძალიან უყვართ ის და ჩვენი მომავალი ბავშვებია, საიდანაც უნდა მოვიდეს ჩვენი ცვლა…
ქალაქიც განათებული უნდა იყოს, ხალხიც უნდა ზეიმობდეს, ვისაც ეზეიმება – რატომ ? იმიტომ, რომ მწუხრი და სიხარული გვერდიგვერდ არიან და იზეიმონ ადამიანებმა, იმედი არ დაკარგონ…
თბილისი კი დედაქალაქია, დედა ქალაქი და არ სჭირდება სახელის გადაკეთება მშვიდობის ქალაქად…
იცოდეთ, წასული მეომრებიც და ისინიც, ვინც დარჩა, იდგებიან თავიანთ ტკივილთან და საჭურველთან ერთად ფარად, რათა იცოცხლოს საქართველომ და ცხოვრება გაგრძელდეს..“, – წერს ჯამბულათ ხოფერიას მამა.