„ტყუპებზე იყო ორსულად...“ - ახალგაზრდა ადვოკატი ტრაგიკულად გარდაიცვალა
1780912215
პროსტატის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა
50 წელს გადაცილებული ქართველი მამაკაცების ნაწილი ყოველ რამდენიმე წელიწადში PSA-ს (Prostate-Specific Antigen) ამოწმებს. ბევრს კი საერთოდ არ ახსენდება, რადგან ამ პროცესის მნიშვნელობის შესახებ საჭირო ინფორმაციას არ ფლობს.
ეს მხოლოდ ქართული პრობლემა არ არის. 2026 წელს გამოქვეყნდა კოქრეინის სისტემური მიმოხილვის განახლებული ვერსია – PSA სკრინინგის ყველაზე მასშტაბური ანალიზი, რაც ამ თემაზე ჩატარებულა. კვლევა 6 კლინიკური გამოკვლევის მონაცემებს ეყრდნობა, ჯამში 800,000-ზე მეტი მონაწილე ევროპიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან. ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი კვლევა 162,241 კაცს 23 წლის მანძილზე აკვირდებოდა.
კვლევა ამბობს: PSA სისხლის ტესტი ამცირებს სიკვდილიანობას, რომლსაც პროსტატის კიბო იწვევს. კოქრეინის ადრინდელ ვერსიაში ეს კავშირი საკმარის მტკიცებულებებს ვერ ეყრდნობოდა. ახლა სიტუაცია შეიცვალა.
ერთი და იგივე კვლევა ადასტურებს: სკრინინგი ყოველ 1,000 კაცზე პროსტატის კიბოს 36 დამატებით შემთხვევას ავლენს. ეს 36 შემთხვევა ყველა ერთნაირი არ არის. ნაწილი კლინიკურად დაბალი რისკის, ნელი სიმსივნეა, ისეთი, რომელიც სავარაუდოდ ადამიანს პრობლემას ვერ შეუქმნიდა.
როგორ გამოვარჩიოთ ის სიმსივნე, რომელიც ჩარევას საჭიროებს იმისაგან, რომლის შემთხვევაშიც გეგმური კონტროლი საკმარისია?
PSA, Prostate-Specific Antigen, ცილაა, რომელსაც პროსტატის ჯირკვალი გამოიმუშავებს. სისხლში ყოველთვის გვხვდება, ოდნავ მომატებული მაჩვენებელი კი შეიძლება, სხვადასხვა პროცესზე მიუთითებდეს – ნიშნავდეს კიბოს, ანთებას ან ასაკობრივ, ნორმალურ ცვლილებებს. PSA ამ სამს ერთმანეთისგან ცხადია, ვერ არჩევს. სწორედ ეს ბუნდოვანება ქმნის სუსტ წერტილს.
კოქრეინის კვლევის ავტორი, დოქტორი ხუან ვ. ფრანკო ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დიუსელდორფის უნივერსიტეტიდან, სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას: გადაწყვეტილება ყოველთვის პაციენტსა და ექიმს შორის მიიღება, სარგებლისა და ზედმეტი ჩარევის რისკის სრული გათვალისწინებით. ეს „სრული გათვალისწინება", PSA-ს გარდა, სხვა ინფორმაციასაც მოიცავს.
„ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში" სკრინინგი სამ დონეს მოიცავს:
● 29 მეგაჰერცის მიკრო-ულტრაბგერა.
● PSA ანალიზი სისხლში.
● PSA-ს სიმკვრივის გამოთვლა, ანუ PSA მაჩვენებლის თანაფარდობა პროსტატის მოცულობასთან.
29 მეგაჰერცის მიკრო-ულტრაბგერა ჩვეულებრივ ექოსკოპიასთან შედარებით 300%-ით მკვეთრ გამოსახულებას უზრუნველყოფს. ქირურგი ხედავს პროსტატის ქსოვილებს, მათ სტრუქტურასა და სიმკვრივეს, სანამ ბიოფსია ჩატარდება. პროსტატის კიბოს რისკი PRIMUS სისტემის გამოყენებით ციფრულად, 5-ბალიანი სკალით ფასდება. ეს ნიშნავს, რომ ექიმი ბიოფსიის გადაწყვეტილებს, სუბიექტური შეფასების ნაცვლად, კონკრეტული მონაცემის საფუძველზე იღებს. ეს ტექნოლოგია საქართველოსა და კავკასიაში მხოლოდ “გურამ ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრშია” ხელმისაწვდომი.
ევროპის ქვეყნებში, სადაც სკრინინგი ათწლეულების განმავლობაში ტარდებოდა, ამ ლოგიკით მუშაობდნენ: ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილ სიმსივნეს ნაკლები ჩარევა სჭირდება, ჩარევა – ნაკლებ გვერდით ეფექტს ტოვებს. კოქრეინის კვლევა ამ ფაქტს კიდევ ერთი თვალსაზრისით ადასტურებს: სკრინინგის სარგებელი ყველაზე კარგად 23-წლიანი მეთვალყურეობის მონაცემებში ჩანს. ეს ნიშნავს, რომ ეს ერთჯერადი მოქმედება სინამდვილეში დროში გაწერილი, გეგმური ნაბიჯია.
ევროპის ინიციატივის ფარგლებში 2025 წლიდან კონტინენტის მასშტაბით 90%-მდე გაიზარდა პროსტატის კიბოს სკრინინგისა და ადრეული დიაგნოსტიკის პროგრამა.
„ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" არის ადგილი, სადაც საქართველოში ყველაზე ძლიერი უროლოგი, პროფესორი გურამ ქარაზანაშვილი საქმიანობს. , ფილიალები თბილისში, ბათუმი, ქუთაისსა და ზუგდიდშია. ცენტრის პაციენტების 10–15% სხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდის, მაგალითად, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ნიდერლანდებიდან, შეერთებული შტატებიდანაც კი.