პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

prokuratura

 საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების თემაზე ერთწლიანი სასწავლო პროგრამის მესამე ეტაპი გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

,,ტრენინგი კიბერდანაშაულზე პირველად რეაგირებას შეეხებოდა, რომელსაც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ოვი კეროლი და ამავე ლაბორატორიის ანალიტიკოსი ბრენდონ ჩიი უძღვებოდნენ.

ტრენინგში, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შედეგად, ტრენინგის ჩვიდმეტივე მონაწილემ კიბერინციდენტებზე პირველადი რეაგირების ექსპერტის სერტიფიკატი მიიღო.

კიბერდანაშაულის და ელექტრონული მტკიცებულებების  თემაზე  ერთწლიანი სასწავლო კურსი 2023 წლის ბოლოს დასრულდება.

საქართველოს პროკურატურა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას კიბერდანაშაულისა და ელექტრონული მტკიცებულებების მიმართულებით მომავალშიც განაგრძობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.