დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი „ წიგნის ბუდე“ , რომელიც ითვალისწინებს სკვერის ბიბლიოთეკის მოწყობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
დღეს რუსთავში უკვე რიგით მეექვსე წიგნის ბუდე მოეწყო, რომელიც სიდიდით ყველაზე დიდი სკვერის ბიბლიოთეკაა , რომელიც საერთო პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა. პროექტის მთავარი მიზანი წიგნიერების გავრცელება და წიგნების მეტად ხელმისაწვდომობაა . ბუდეში თავსდება როგორც ქართული , ასევე უცხოური ლიტერატურა. ნებისმიერ მსურველს კი შეუძლია შეარჩიოს მისთვის სასურველი წიგნი, წაიკითხოს, ან თუნდაც წაიღოს სახლში, შემდეგ კი დააბრუნოს ან ახალი წიგნი მიიტანოს ადგილზე.
რუსთავის ახალ სკვერში წიგნის ბუდის გახსნის პარალელურად, ადგილზე სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი გამოფენა მოეწყო, რომელიც სიმბოლურად , საქართველოში გერმანელების ყოფა-ცხოვრებას ეძღვნება.
ღონისძიებას პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, იდეის ავტორი გოგა ჩანადირი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და ადგილობრივი ახალგაზრდები ესწრებოდნენ .
როგორც „პროკრედიტ ბანკის“ მარკეტინგის სპეციალისტმა თამარ ვაჩნაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა,რომ მომავალ თაობაზე ზრუნვა, განათლება და წიგნიერების პოპულარიზაცია უპირველესია, შესაბამისად სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, გერმანული ბანკი მუდამ მზად არის მსგავს პროექტებში მონაწილეობისთვის.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივითა და „პროკრედით ბანკის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი სხვა რეგიონებსაც ეწვევა.