როგორი ამინდი იქნება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
1732219806
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზზე წერს.
„აღმოსავლეთ საქართველო: ძლიერი სიცხის "ქუდის ქვეშ"...აღმოსავლეთ საქართველოში, ბოლო დღეებია მაღალი ტემპერატურა და აუტანელი სიცხე მყარად არის დამკვიდრებული ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასავლეთში კი ცოტათი ნაკლები ტემპერატურაა, მაგრამ აქაც ცხელა.
რა იქნება უახლოეს დღეებში?
+40 გრადუსამდე დაცხება აღმოსავლეთ საქართველოში, ამ ყველაფერზე კი პასუხისმგებლობას „აიღებს“ ბლოკირების ანტიციკლონი, მაღალი წნევის ეს არე ძლიერად არის გამოხატული ზედა ატმოსფეროში. ასეთ ამინდის სისტემას ხშირად „თერმულ გუმბათს“ უწოდებენ.
შედეგი არის ძალიან სტაბილური მზიანი, მშრალი დღეები ღრუბლების მინიმალური ალბათობით. ასე, რომ აღმოსავლეთში მომდევნო დღეებში უფრო დაცხება.
რაც შეეხება დასავლეთს და სანაპირო კურორტებს, რამდენიმე დღეს გაგრძელდება +30, +32 გრადუსი სითბო და ზოგან მცირე ხანმოკლე წვიმა, შემდეგ კი უფრო დაცხება.
მსგავსი ტემპერატურული ფონი ხელს უწყობს ტყეებში ხანძრის გაჩენა, იქმნება პრობლემები შუადღით თუნდაც სეირნობისას, სუსტი ჯანმრთელობის ადამიანებისთვის კი შედეგი არის ხშირად ცუდი! ავტომობილები კონდიცირების გარეშე არის საფრთხის შემცვლელი“ - წერს მეტეოროლოგი - კობა ფარტენაძე.