"პრაიმ ჰაუსის" სოციალურ ქსელებზე განხორციელდა კიბერ შეტევა!

დაჰაკვა

"პრაიმ ჰაუსის" ოფიციალური გვერდი განცხადებას ავრცელებს.

„#პრაიმჰაუსის სოციალურ ქსელებზე განხორციელდა კიბერ შეტევა!

კონკრეტულმა პირმა დაჰაკა ჩვენი გადაცემის ოფიციალური ტიკ-ტოკ ექაუნთი.

გვერდს შეეცვალა სახელი, სურათი და ასევე წაიშალა ამ დრომდე ატვირთული რეკორდული ნახვების მქონე ვიდეობი (მაგ: გიორგი, ავთო, ლაშა და თეოს მონაწილეობით).

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ , #პრაიმჰაუსი ლიდერია ონლაინ სივრცეში აბსოლუტურად ყველა პლათფორმაზე! - ამის გამო ჩვენს უზარმაზარ ერთგულ აუდიტორიას- გიხდით დიდ ბოდიშს, რომ კიბერ შეტევამ იმსხვერპლა თქვენი აქტიურობა და გაანადგურა ამ დრომდე მოპოვებული ყველანაირი შედეგი.

ჩვენ გვჯერა, რომ ერთად კვლავ ყველანაირ რეკორდს მოვხსნით და ეს შემთხვევა ვერ გახდება გადაცემის რეიტინგისთვის ზიანის მომყენებელი.

რუსთავი 2 აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს დამნაშავის გამოსავლენად“, - ნათქვამია განცხადებაში.