1775053549
„POSTV“-ის ინფორმაციით, „TV პირველის“ ჟურნალისტებმა ნანუკა ქაჯაიამ, ნატა ქაჯაიამ და მარიამ გაფრინდაშვილმა „POSTV-სთან“ დავა წააგეს
„POSTV“-ის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „TV პირველის“ ჟურნალისტების: ნანუკა ქაჯაიას, ნატა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილის სარჩელი, რომლითაც ისინი ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, თითქოს „POSTV-მ“ მათ წინააღმდეგ პატივისა და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ინფორმაცია გაავრცელა.
„TV პირველის“ ჟურნალისტები ითხოვდნენ მორალური ზიანის ანაზღაურებასაც, რაც სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა.
„POSTV-ის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემყარებოდა „კოკა-კოლას“ მფლობელ თემურ ჭყონიასთან ჩაწერილ ინტერვიუს, სადაც ჭყონია ადასტურებდა, რომ „TV პირველის“ ზემოხსენებულ ჟურნალისტებს ხელფასებს უხდის.










