პოლიტიკოსები კულისებში აგვარებენ ურთიერთობებს - ხათუნა ნოელის პროგნოზი უახლოეს მომავალზე

xatuna

ასტროლოგი ხათუნა ნოელი მიმდინარე და მომდევნო წლების ზოგად მიმოხილვას "პრაიმტაიმის" მკითხველისთვის აკეთებს. ასტროლოგის პროგნოზით, 2023 წელი ახალი ლიდერის გამოჩენის და სოციალური თემების სასიკეთოდ წარმართვის წელი იქნება.

ხათუნა ნოელი: დაბნელების დერეფანი გავიარეთ. აღარ არის არეული პერიოდი. გაცილებით უკეთესი ფაზაა. ნოემბრის თვე უფრო პოზიტიური იქნება. 

დაბნელებებისგან გამოწვეული ექო დაახლოებით ექვსთვიანია. ამ პერიოდში მომხდარი ამბების გაშლა იქნება, ფონი რჩება.

ცაზე ჰარმონიული ასპექტებია. რაც ნეგატიურია ამ ეტაპზე, ეს მარსის და ნეპტუნის დაძაბული ასპექტია. მარსია - როგორ ვმოქმედებ, რას ვაკეთებ. თუ მარსი არ არის ჩართული, ადამიანი მოდუნებულია. ნეპტუნი აბუნდოვნებს ნეგატიური კონტექსტით. ანუ ჩვენი ქმედებები გაბუნდოვნებულია. მინდა რაღაც გავაკეთო, მაქვს ინიციატივა, მაგრამ რა გავაკეთო არ ვიცი. 

რაც შეეხება ომს - უკეთესი ასპექტია ინტრიგებისთვის და არა ომისთვის. შიდა სამზარეულოს ამბების პერიოდია, რომელიც შეიძლება არც გამჟღავნდეს. პოლიტიკოსები კულისებში აგვარებენ ურთიერთობებს. 

მზე რომ მშვილდოსანში გადავა, საერთაშორისო ურთიერთობისთვის, განათლების მისაღებად, საზღვარგარეთ წასასვლელად (ერთი თვე) ძალიან კარგი იქნება. 

2022 წელს რომ ომი დაიწყებოდა, თითებზე ჩამოსათვლელმა ასტროლოგმა თუ გააკეთა ამაზე პროგნოზი. არსებობდა  "მონაცემები", მაგრამ ასტროლოგები ცუდს არ უშვებდნენ. 

მეც ვამბობდი, რომ წელს უნდა დასრულებულიყო ჩაკეტილობა და "კორონობანა," ცვლილებები სახელმწიფო სტრუქტურებში. ამხელა ფიგურა, ბორის ჯონსონი გადადგა, ელისაბედ დედოფლის გარდაცვალება. დიდი ფიგურები რომ წავიდოდნენ, ეს ითქვა. დეკემბრის ბოლომდე შესაძლოა კიდევ მოხდეს ცვლილებები, ძველი მიდის, ახალი უნდა მოვიდეს. 

კარგია ის, რომ იუპიტერი, რომელიც უკუსვლით იყო, სწორდება და ნახევარი წელიწადი დირექტულ მოძრაობაზე გადავა. სხვადასხვა სოციალური თემებისთვის, განათლებისთვის, დიპლომატიისთვის კარგი პერიოდია. 

2023 წელი არ იქნება მოვლენებით გადატვირთული. იუპიტერის და ურანის შეერთება 14 წელში ერთხელ ხდება. ურანი ცვლილებებია, იუპიტერი სოციალურია, მათი შეერთება კი, სოციუმში ძვრებს გამოიწვევს. შეიძლება იყოს ახალი ლიდერის გამოჩენის დრო ჩვენთან, სხვასთან... ეს სახეები იქნებიან არა მხოლოდ ახალი, არამედ ეპატაჟურები, არასტანდარტულები, რაღაცით გამორჩეულები იქნებიან.

ნეიტრალური იქნება იანვარ-თებერვალი. მარტის ბოლოდან ნეგატიური ასპექტები იყრის თავს. ზაფხულში რაღაც  მოვლენებს უნდა ველოდეთ. 

იქნება ოთხი დაბნელება, ორი გაზაფხულზე, ორი შემოდგომაზე. ამ მხრივ ნორმის გაცდენა არ არის.