„თოვლი, ქარბუქი, შტორმული ღელვა“ - გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1730720259
პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯერჯერობით ისევ გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჰოსპიტალმა სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილება 27 დეკემბერს მიიღო, თუმცა ექსპრეზიდენტი გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და აღელვების ნიადაგზე წნევის ცვლილება აღენიშნებოდა.
„მიხეილ სააკაშვილი არ დაემორჩილა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას რუსთავის N12 დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ. აღელვების ნიადაგზე, მას აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის შედეგადაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება კანონიერი გადაყვანის ღონისძიების დროებით გადავადების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი მკურნალობისთვის გადაყვანილი იყო გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას გაეწია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება და მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.