პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა სტიქიის დროს. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგაზაფხულო სესიის გახსნის დროს განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ თურქეთში ქართული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები გაემგზავრნენ. მისი თქმით, საქართველო ყოველთვის დგას მეგობრების გვერდით.
,,თურქეთში მომხდარი უმძიმესი მიწისძვრის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 3000 ადამიანი და 15 ათასზე მეტი დაშავებულია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს პარლამენტის სახელით მივუსამძიმრო თურქ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო. იცით, რომ საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა ამ სტიქიის დროს. ამ დროისთვის საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაკარგულად ითვლებოდა, ნაპოვნია. გუშინ თურქეთში გაემგზავრნენ ქართული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.
ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ჩვენს მეგობრებს და ამ შემთხვევაში თურქეთს სჭირდება, როგორც ჩვენი მორალური, ასევე საქმით მხარდაჭერა და ამას სრულად აკეთებს ჩვენი სახელმწიფო.
გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილებს,” - განაცხადა პაპუაშვილმა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.
პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და მაშველები გაგზავნა.