დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში თავდასხმისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი დაიღუპა.
„დილა მშვიდობისა საქართველოს“ ჟურნალისტმა, პოლიციელის ოჯახთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ინტერვიუში ნინო მელეშაშვილი მეუღლესთან ერთად გატარებულ დროს იხსენებს.
ამასთან, ჰყვება, რომ ერთ-ერთი სკოლის პედაგოგმა, გმირი პოლიციელის ხსოვნის პატივსაცემად, პანაშვიდზე მოსწავლეები მიიყვანა.
,,პანაშვიდი იყო, ეკლესიაში დასვენებული გვყავდა, მოვიდა ქალბატონი, რომელიც აღმოჩნდა პედაგოგი, რომელი სკოლის, დღემდე არ ვიცი, არც სახელი და გვარი ვიცი. მოიყვანა თავისი სკოლის ბავშვები.
პირველ რიგში, მომისამძიმრა და მითხრა: მე მოვიყვანე ბავშვები იმისთვის, საქართველოს ვანახო, კიდევ რომ ჰყავს გმირებიო. ეს ჩემთვის საოცარი სიამაყე იყო და გამყვება ცხოვრების ბოლომდე", - ამბობს გმირი პოლიციელის მეუღლე.
შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში, 49 წლის ნოდარ ათუაშვილმა, საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან რამდენიმე გასროლით მოკლა 5 და დაჭრა 5 ადამიანი.
სპეციალური დანიშნულების რაზმის ადგილზე მისვლის შემდეგ, ათუაშვილმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.