საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა აიკრძალება
1770886789
გონიოში მრავალსართულიანი კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რკინის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.