პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
შეფ ლევან კობიაშვილი კადრების დეფიციტზე საუბრობს. მისი თქმით, უკვე 4 თვეა დამლაგებელს ეძებს.
„რესტორნის მართვა მარტივი არ არის. კადრების პრობლემა დგას. ახლახან, გავხსენი ჩემი რესტორანი და ძალიან მიჭირს კადრების მოძიება, დასაქმება. ოთხი თვეა დამლაგებელს ვეძებ, გამოძახებით მყავს ხოლმე, დილით ვალაგებინებ, მერე საღამოს და ასე ვწვალობთ. ოთხი თვე რომ დამლაგებელს, ჭურჭლის მრეცხავს ვერ იპოვი, ძალიან რთულია რესტორანი ამუშაო. ეს პრობლემა ბევრს აქვს და ეს არ ეხება მხოლოდ ჰორეკა-სექტორს“, - განაცხადა კობიაშვილმა.
კითხვაზე, მოუწია თუ არა მას ხელფასების გაზრდა, შეფი პასუხობს, რომ ხელფასებს პერიოდულად ზრდის.
„როცა ღირებული კადრია, არ უნდა დაკარგო, პირიქით, უნდა წაახალისო და შეინარჩუნო. ადრე ყოფილა, რომ ჩემთვის ერთი თვე დაუგვიანიათ ხელფასი და ეს ცუდი ტონია. გასაგებია, რომ შესაძლოა, ვერ იმუშაო, მაგრამ ოჯახი ჰყავთ ადამიანებს, ბანკის ვალი აქვთ და ცოტა რთულია, რომ თვე ჩაგივარდეს. რესტორნის აწყობა-შენარჩუნება ძალიან რთულია. მუდმივი თანხა და რესურსი გჭირდება“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა BMGTV-ს გადაცემა #BMGDDRIVE-ში სტუმრობისას.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 სამსახურებიც გექნებათ, საჭმელ-სასმელიც... ლელა კაკულია მიმართვას ავრცელებს
👉 კაცმა მეგობარი ქალი სასაფლაოსთან მიიყვანა და ცემით მოკლა - რა ვერდიქტი გამოიტანეს ნაფიცმა მსაჯულებმა