VIDEO: „ბოდიში, მაგრამ აღარ შემიძლია...“ - რატომ გავიდა თიკა ფაცაცია გადაცემის ჩაწერიდან
1701461549
ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, მათი პროფესორ ოთარ გელაშვილი მიღებული დაზიანებების შედეგად გუშინ გარდაიცვალა.
როგორც უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, გელაშვილი დაახლოებით 1 თვის წინ, ქვემო ქართლის რეგიონში იპოვეს, მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა:
„1 თვის, 40 დღის წინ, ერთი დღე იყო საღამოს შვიდი საათიდან დილამდე მიუწვდომელი. შემდგომ იპოვეს რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონში, იყო ძალიან მძიმე მოტეხილობებით. გაუკეთდა ოპერაცია რუსთავში, შემდეგ გადმოიყვანეს საუნივერსიტეტო კლინიკაში. ბატონ ოთარ გელაშვილი გუშინ დილას გარდაიცვალა...
მისივე ინფორმაციით, გამოძიებას ერთი პირი დაკავებული ჰყავს, ხოლო მეორე მიიმალა და ქვეყანა დატოვა.
„ეს არ უკავშირდება არც აკადემიურ და არც სამეცნიერო საქმიანობას“, - ამბობს რექტორი „მთავარ არხთან“.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ავტომობილს სისხლის კვალი და 19 ნატყვიარი აქვს“ - ვრცელდება სტამბოლში მომხდარი დანაშაულის კადრები