„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
ნიდერლანდების პოლიცია 28 წლის თორნიკე მანველიძეს ეძებს, რომელმაც 19 სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, მარტვილში მცხოვრები შოთა საკანდელია მოკლა.
შემთხვევა ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში მოხდა, როდესაც დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თორნიკე მანველიძემ შოთა საკანდელიას.
"კურიერის" ინფორმაციით, ორივე მათგანი ნიდერლანდებში პოკერის საერთაშორისო ტურნირზე იყო ჩასული. თავად შოთა საკანდელია კი, სავარაუდოდ, ერთი დღის ჩასული იყო ნიდერლანდებში.
"პოლიცია ეძებს საქართველოს 28 წლის მოქალაქეს, რომელიც ღამით სასტუმროში გამართულ ღონისძიებაზე იმყოფებოდა და მსხვერპლს დანა რამდენჯერმე დაარტყა", - აცხადებს ნიდერლანდების პოლიცია.
ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ჯერჯერობით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, ისინი, ამ ეტაპზე, ცხედრის ჩამოსვენებას ელოდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ:
„სროლა და მკვლელობა სტამბოლის ცენტრში“ - დაჭრილებს შორისაა საქართველოს მოქალაქეც