გუდაურში, 12 ადამიანის ცხედარი იპოვეს - დაწყებულია გამოძიება
1734195314
სასიხარულო ინფორმაცია ნიკა გოგვაძის გულშემატკივართათვის; პრაიმჰაუსელს ორშაბათსა და პარასკევს "რუსთავი 2"-ის დილის ეთერში იხილავთ; დღეს პირველი ეთერი ჰქონდა და ხითხითში გაატარა; იყო ლაღი და ხუმარა; იმღერა კიდეც;
როგორც "პრაიმტაიმთან" ამბობს, თავი ახალ ამპლუაში მშვენივრად იგრძნო;
ნიკა გოგვაძე: არ ვიცოდი, დილის პირდაპირ ეთერს როგორ მოვერგებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანობა ჩემს შინაგანში ზის; ალღო ავუღე, თავს გადასარევად ვგრძნობ ეთერში; იყო იმპროვიზაცია, ჩემი თავი ვიპოვე, გამოვავლინე; იუმორი ჩავრთე, ეთერი გავახალისე; მქონდა შეგრძნება, თითქოს ორი-სამი წელია ამ ეთერში ვზივარ; ორიოდ კვირის შემდეგ უკვე მეგონება, რომ სახლში ვარ;
მომეწონა ეს ყველაფერი, თავიც გავართვი; მე კმაყოფილი ვარ;
მექნება კონკრეტული რუბრიკა, რომელსაც შევარჩევთ, ეს იქნება: პარფიუმერია, სამოსი, მუსიკა, ბაიკების თემატიკა, შესაძლოა სპორტიც;
მადლობა თაკო ჩორგოლაშვილს და ზურა გორგაძეს, ოქროს ხალხია და მადლობა ყველას დადებითად მიღებისთვის;
- პოპულარობა მოგწონს?
- ადრე მქონდა გადაცემა, ხალხს მოსწონდა, მიცნობდნენ, მაგრამ "პრაიმჰაუსმა" ჩემი პოპულარობა გააასმაგა; იმაზე უკეთესია, ვიდრე ვინმე წარმოიდგენს; თუ თავს სწორად წარმოაჩენ და ხალხისთვის მისაღები ხარ, უკვე შენს მიმართ სიყვარულს გამოხატავენ; უბედნიერესი ვარ, რომ ხალხისგან მხოლოდ სიყვარულს ვიღებ;
- "პრაიმჰაუსი" გოგონებშიც უფრო პოლარულს გაგხდიდა
- რატომ ასე კონკრეტულად? იცინის) ზოგადად, მე კაცთმოყვარე ვარ, გვერდით კი მყავს ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და მავსებს; ჩემი გული ყოველთვის სიყვარულითაა სავსეა;
ასევე დაგაინტერესებთ: "თუ არ მოინდომე, თუ არ იშრომე, მხოლოდ სურვილი არ კმარა მიზნის მისაღწევად..." - ტარიელ ხარხელაურის დარიგება შვილიშვილს